The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ თოხაძე

ვლადიმერ თოხაძე
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 1972  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1921 წელს.

1941–1957წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრას; 1957–1972წწ.  ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას; სწავლობდა მინერალების, ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ცვლას ბავშვთა ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების დროს, პაროტიდულ მენინგიტს და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ორდენი და მედლები. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.105

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1959-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათ დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: