The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი ბაქრაძე

დალი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-კლიმატოლოგის სპეციალობით 1959 წელს.

1959 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, თავდაპირველად ლაბორანტის, შემდეგ, 1962 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. არის პირველი კატეგორიის ინჟინერი. მისი კვლევის სფერო კლიმატის აქტუალური საკითხების შესწავლაა. კერძოდ, შრომებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებზე - გლობალური დათბობა ზოგადად და რეგიონის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, გარდა ამისა მონაწილეობდა სხვადასხვა მასშტაბისა და რეგიონების რუკების შედგენაში. კლიმატოლოგი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.37


გააზიარე: