შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ გეორგაძე![]()
ბიოგრაფიაXIX საუკუნის პირველ მეოთხედში იმერეთში მომხდარ ამბოხებაში აქტიური მონაწილეობის გამო (За великое участие), 1824 წლის 21 მაისს, ვლადიმირის გუბერნატორის, გრაფ აპრაქსინის ნებართვით, სასჯელის მოსახდელად ვლადიმირის გუბერნიის სუზდალის სპსო-ევფიმის მონასტერში გაიგზავნა. 1834 წლის 30 მაისის უმაღლესი განკარგულებით, ჟანდარმერიის თანხლებით გადაიყვანეს ნოვგოროდის ეპარქიაში, ფილოპოირაპის უდაბნოში. იმერეთის ამბოხების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მღვდელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.564
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |