The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამშე გელოვანი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1905
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალჭალა, ლეჩხუმის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი.

1905 წლის აპრილში, ალექსანდრე წულუკიძის დავალებით, თეოფილე გორგასლიძესა და ლადო ემუხვართან ერთად, ლეჩხუმში ჩამოაყალიბა ბოლშევიკთა წრე. რევოლუციურ მიტინგებს ატარებდა ქვემო სვანეთში. ერთ-ერთი მიტინგის დროს, სოფელ ჩოლოურში თავადმა გარდაფხაძეებმა მოკლეს. 1918 წელს, შურისძიების მიზნით ჩოლოურის გლეხობამ გარდაფხაძეების მთელი ოჯახი ამოწყვიტა. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი. ლეჩხუმის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, იასონ გელოვანის შვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.564


გააზიარე: