შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან თუთბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1997–2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე; 2003–2005წწ. გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2012 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია; მისი შრომები ეხება ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს; შეისწავლა საქართველოს ნეოგენურანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.115; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |