შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ გვანცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1921 წლამდე მუშაობდა მიწისმზომელად. "თეატრსა და ცხოვრებაში" და სხვა პერიოდულ გამოცემაში ქნარის ფსევდონიმით აქვეყნებდა ლირიკულ ლექსებს. იგი არის ავტორი ია კარგარეთელის მიერ სიმღერად გადაკეთებული ლექსისა "შენ ყოველ ღამე ხმაურობ, აღვიძებ არემარესა!". 1921 წლიდან სწავლობდა მოსე თოიძის სახალხო-სამხატვრო სტუდიაში. შექმნილი აქვს 400-ზე მეტი ნახატი, მათ შორის: "ძველი თბილისი", "ქეიფი", "სახლი აივნით", "ცხვრის ფარა", "მწყემსი", "სალამური", "ხეობა", "ცისკარზე სოფლად", "პეიზაჟი მდინარით", "მწყემსი მთაზე" და სხვ. იოსებ გვანცელაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებსა და მოსკოვის აღმოსავლეთის კულტურის მუზეუმში. პეიზაჟისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.574
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |