შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისაბედ გინკულოვი![]()
ბიოგრაფიათავად ციციშვილის ასული. საკუთარი თაოსნობით ბათუმში სკოლის სასარგებლოდ მართავდა საქველმოქმედო "ქართულ საღამოს", არ ერიდებოდა მძიმე შრომას ქარხნებსა და კანტორებში, აგროვებდა შემოწირულობებს ქართული სკოლების და საზოგადოების სულიერი აღზრდის საჭიროებისათვის. მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ გაზეთები "ივერია", "ცნობის ფურცელი", "ჩვენი გზა" ხშირად აქვეყნებდა კორესპონდენციებს. ქველმოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.597
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |