The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო გიგაური

Legal name:დავით გიგაური
Date of birth:1846
Date of death:1887  (at 41 years)
Category:Laborer, Painter

Biography

დაიბადა ქართლში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, 1866 წელს შეისწავლა მეჩუქურთმეობა. შექმნა ხელოვნების ბევრი ნაწარმოები. საქართველოში და კავკასიაში იგი იყო ერთ-ერთი პირველი მხატვარ-მეჩუქურთმე. 1870 წლიდან მონაწილეობდა მეფის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებში, ატარებდა კრებებსა და მიტინგებს. მისი ხელოვნების შესახებ 1877 წელს ნიკო ცხვედაძის წერილი დაიბეჭდა "ივერიაში": "დავით გიგაური, ვითარცა კარგი ხელოსანი, ხელოვნების ოსტატი, ევროპის მცოდნე ხელოსნებს შეედრება და ბევრ მათგანზედაც მაღლა დგას." 1889 წელს გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძის სოციალისტური შინაარსის ნარკვევი "რობერტ ოვენი კაცის ხასიათის გადამკეთებელი". ნიკო გიგაურს ჰქონდა საკუთარი საწარმო. მ. ჩოდრიშვილი წერდა: "დიდი ამაგი დასდო სტოლიართა ხელოსნობის გაუმჯობესებას და თბილისის საამხანაგო სახელოსნო "შრომას" დაარსებას." ნიკო გიგაურის მიერ შექმნილი მაცხოვრის ჯვარცმის რამდენიმე ცალი საქართველოს სხვადასხვა ეკლესიაში იყო დაცული. მეჩუქურთმე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.594


Share: