The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი თუმანიშვილი

სხვა სახელი:გიორგი მდივანი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1821
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

მდივნად იყო ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის კარზე; მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებაში; მის პოეზიას ბესიკის ლირიკის გავლენა ატყვია; მისი ლექსებისათვის დამახასიათებელია გრძნობის სიცხოველე, სევდიანი განწყობილება, მწიგნობრული, მაღალფარდოვანი სტილი, განყენებული სახეებისა და ცნებების სიუხვე, უცხო ლექსიკის გამოყენება; მასვე ეკუთვნის სახოტბო და ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის ლექსები; მისი ლექსი "ახალ აღნაგო" პოპულარულ სიმღერად იქცა, ითარგმნა რუსულად და ინგლისურად. სიმღერას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ა. პუშკინზე, რომელმაც ეს ფაქტი აღნიშნა თხზულებაში "მოგზაურობა არზრუმში". სიმღერა ნოტებზე გადაიტანა ზ. ფალიაშვილმა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.121; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.347

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: