შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1969 წელს. 1970 წლიდან მუშობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების უფროსად, თბილისის ამინდის ბიუროს უფროსად, ჰიდრომეტცენტრის უფროსად, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის რესპუბლიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის უფროსად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, სტატისტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს. რამდენჯერმე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში. 1994 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამთვრობათშორისო ექსპერტთა და დსთ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტებში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნალექების ნახევარდღეღამური ჯამის სტატისტიკური სტრუქტურა და მისი გამოყენება ნალექების მოკლევადიანი პროგნოზისათვის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცივ პერიოდში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.41 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |