შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ვარშავის, ბერლინისა და ვენის გინეკოლოგიურ კლინიკებში; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო თბილისის მიხეილის საავადმყოფოს და ამიერკავკასიის ოლღას სახელობის სამეანო ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; მრავალი ნაშრომის ავტორია მეან-გინეკოლოგიის დარგში; შეისწავლა ბადექონის შემწოვი თვისებები, ფიბრომიოზულ საშვილოსნოში ორსულობის გართულებები და სხვ. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.122 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |