The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე თუმანიშვილი

დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1916
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1996  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1941 წელს.

მისი პედაგოგები იყვნენ: ი. შარლემანი, ვ. გრიგოლია, ვ. ქუთათელაძე, ს. ქობულაძე. 1941 წლიდან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში მხატვარ-რესტავრატორად და ასლების გადამღებად; მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მხატვართა კავშირის აკვარელისტთა სექციას; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთ (აშშ, მექსიკა, ჰოლანდია, ისრაელი და სხვა) კერძო კოლექციებში; XX ს. II ნახევრის ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ქვეყნდებოდა მისი მრავალი პუბლიკაცია მხატვრების შემოქმედებაზე; მხატვარი ძირითადად პეიზაჟებსა და ნატიურმორტებს ხატავდა; მუშაობდა აკვარელის ტექნიკით, ტუშით, კალმითა და ფლომასტერით. შესრულებული აქვს ასევე ორ ათეულამდე ექსლიბრისი. 1977 წელს გამოსცა ბუკლეტი "Exlibris" (თბ., 1977).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.122-123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: