Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაკურ ბერიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1964-1965წწ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, იქვე, 1966-1969წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1987 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ნალექთა რეგულირების ლაბორატორიის ხელმძღვანელია, 1995 წლიდან კი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის დარგში, ხოლო 2000 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1996-2001წწ. ასრულებდა კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის კოორდინატორის მოადგილის მოვალეობას. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელოა, რომლებიც ეძღვნება ღრუბელთა ფიზიკის, ნალექთა რეგულირების, ატმოსფერული ელექტრო და კლიმატის ცვლილებების პრობლემებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, კრებულის, და სხვა ნაშრომთა რედაქტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონვექციურ ღრუბელთა ზოგიერთი დინამიკური მახასიათებლის ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიური საფუძვლები (აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.41-42; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.76 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |