შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თუმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კანი, საფრანგეთი. დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1883 წელს (სანქტ-პეტერბურგი). 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის და 1914-1918წწ. I მსოფლიო ომებში; 1908 წლიდან მეთაურობდა ლიტვის ულანთა მე-5 პოლკს; 1912 წლიდან კავკასიის მე-9 საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას, იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1916 წლიდან ხელმძღვანელობდა ამურისპირეთის I ცხენოსანთა ბრიგადას; 1917 წლის მარტში გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის არმიების მთავარსარდლის გენერალ ა. ბრუსილოვის განკარგულებაში, ამავე წლის აპრილიდან დანიშნეს მე-9 საკავალერიო დივიზიის მეთაურად; 1918 წლიდან ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მონაწილეობდა სამხედრო მოსამსახურეთა რუსეთის საზოგადოების საქმიანობაში; 1930-1931წწ. თავმჯდომარეობდა ამ საზოგადოების კავკასიის არმიის ოფიცერთა კავშირს. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით წარწერით "მამაცობისთვის" (1906). რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |