შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ბეროშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1981 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიაში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უფროს ლაბორანტად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. აქვს 13 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს განყოფილების თემატური გეგმების შესრულებაში და კონფერენციებში. მუშაობს გაუდაბნოების პროცესებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს გაჭუჭყიანების თავისებურებანი თბილისში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.42-43
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |