The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ბახია-ოქრუაშვილი

სალომე ბახია-ოქრუაშვილი
ოფიციალური სახელი:სალომე ბახია
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1941  (79 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების სპეციალობით 1965 წელს.

1967 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1971 წლიდან ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლის ნოემბრიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კავკასიოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზური "აბიფარა" - პატრონიმია", დაიცვა 1983; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: