The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ბილაშვილი

კახაბერ ბილაშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1967 წელს.

1968-1969წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1969-1972წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1975-1976წწ. სტაჟირებას გადიოდა აშშ-ში. 1977 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე. 1993-1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ძირითადი მიმართულებაა წყალქვეშა ფერდობის ტრანსფორმაციის საკითხები, წყალქვეშა ტექნოლოგიების განვითარება, ეკოლოგია, "იუნესკოს" პროგრამის "ოკეანოგრაფიული მონაცემების საერთაშორისო გაცვლა" ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. 1997 წელს "სოროსის" გრანტის მფლობელი პროექტისათვის "საქართველოში არსებული ოკეანოგრაფიული მონაცემების საძიებო-საცნობარო სისტემის "ლურჯი წიგნის" შექმნა მისი ინტერნეტში ჩართვის მიზნით"; ნატოს პროგრამა "მეცნიერება მშვიდობისათვის", შავი ზღვის აუზის ოკეანოგრაფიული ეკოლოგიური მონიტორინგისა და მონაცემთა ბაზის შექმნა; ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ცენტრების პანევროპული ქსელის შექმნა და შავი ზღვის აუზის ოპერატიული ოკეანოგრაფიული ქსელის გაუმჯობესება, რომლებშიც არის პროექტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი; ოკეანოლოგიურ მონაცემთა მენეჯმენტი, აგრეთვე ოკეანოგრაფიულ მონაცემთა მოპოვების დამუშავებისა და შენახვის ეროვნული ბიუროს (ოკბი) ხელმძღვანელი. ტექნიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტერიგენული მასალის დინამიკა საზღვაო უბნებზე", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.46; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია

  • ზოგადი ოკეანოლოგია (თანაავტორი) // ნაწ. 1: ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 212გვ.. - ISBN: 978-9941-13-270-4
  • ზღვის ეკოლოგია : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 239გვ.. - ISBN: 978-9941-13-114-1

გააზიარე: