შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანსუღ ეზუგბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ამტყელი, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა ნოვოსიმბირსკის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს. მუშაობდა სპეციალობით საქართველოს ენერგოსისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1968-1970წწ. ბაბუშერის ეთერზეთების ქარხნის ინჟინერ-ელექტრიკოსი; 1970-1979წწ. საქენერგოს აფხაზეთის ელექტროქსელების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უბნის უფროსი; 1979-1983წწ. აფხაზეთის ელექტოქსელების გაგრის საქსელო რაიონის უფროსი; 1983-1992წწ. საქენერგოს აფხაზეთის ელექტროქსელების დირექტორი; 1992-1996წწ. ელექტროენერგიის გადაცემის და რეალიზაციის აფხაზეთის დირექციის დირექტორი; 1996-1998წწ. ელექტროენერგიის გადაცემის და რეალიზაციის აფხაზეთის საქსელო საწარმოს დირექტორი; სახელმწიფო კომპანია ელექტროგადაცემის აფხაზეთის საწარმოს დირექტორი (1998); სააქციო საზოგადოება ელექტროგადაცემის ფილიალის აფხაზეთის დირექციის დირექტორი (1999); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.122 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |