The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სონა გოგაშვილი

ოფიციალური სახელი:სოფიო გოგაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სცენაზე გამოვიდა დაახლოებით 1896 წელს (სხვა ცნობით 1906). უმეტესად მონაწილეობდა მუშათა თვითშემოქმედების წრეებში. გამოდიოდა ავჭალის თეატრის სცენაზე, პლეხანოვის სახელობის კლუბში, ნაძალადევში და თბილისის გარეუბნების სხვადასხვა საკლუბო სცენაზე. 1916 წელს ნაძალადევის თეატრში გაიმართა მისი სასცენო მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავი საღამო, ხოლო 1946 წლის 24 ნოემბერს პლეხანოვის სახელობის კლუბში, სასცენო მოღვაწეობის  50 წლის იუბილე. სახალხო თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.608


გააზიარე: