შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ბლიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით. 1994-1997წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1994-1998წწ. ქუთისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კათედრის ასისტენტი; 1998-2003წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელშიც განხილულია ზემო იმერეთისა და ლეჩხუმის მდინარეთა აუზები, ლანდშაფტები, გამოყოფილია ტიპოლოგიური და ტაქსონომიური ერთეულები, ასევე, მოცემულია ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების შედარებითი ანალიზი, შედგენილია მსხვილმასშტაბიანი (1:100000) ლადშაფტური რუკები. 2003-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებულია აქვს 17 სამეცნიერო პუბლიკაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზემო იმერეთისა და ლეჩხუმის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების დიფერენციაცია და ანალიზი", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.47; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |