The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ბოკერია

მარინე ბოკერია
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. არის 82 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესრულებული შრომები ეძღვნება მრეწველობის ტერიტორიული ორგანიზაციისა და გადაადგილების პრობლემებს, სოციალურ ინფრასტრუქტურას და ტრანსპორტის გადაადგილების საკითხებს, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემებს. მუშაობს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ცალკეუ პრობლემებზე (მიმდებარე ტერიტორიის მრეწველობა, საქართველოს პორტები და საზღვაო ტრანსპორტი). ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებირივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატოს დისერტაციის თემა - "ქალაქის ტერიტორიულ-სამრეწველო კომპლექსის ფორმირების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები (რუსთავის მაგალითზე)", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.48; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვებ-გვერდი: conservatoire.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: