The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ბოლაშვილი

ნანა ბოლაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1989 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი  ინგლისური ენის სპეციალობით, მიენიჭა ინგლისური ენის ფილოლოგის კვალიფიკაცია 1987 წელს. 1992-1996წწ. სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობით ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები და ჰიდროქიმია.

1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, 1992 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 2006-2007წწ. დირექტორის მოადგილედ; 2007 წლიდან დირექტორად; 2018 წლიდან იკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებს.   არის საქართველოს წარმომადგენელი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე კონვენციის  მე-2 სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალ "ამირანის” სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი გეოგრაფია-გეოეკოლოგიის განხრით. მისი კვლევები მოიცავს წყალმოვარდნების პროგნოზირების, წყლის რესურსების შეფასებისა და მართვის, ასევე კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების საკითხებს. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ინჟინერ-ჰიდროლოგი (1989). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე (საქართველოს მდინარეთა მაგალითზე)", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.48-49; თსუ მეცნიერება: tsu.geთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიის საზოგადოება, პრეზიდენტი (2016-2024)
  • საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (2008-2016)
  • საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2025-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: