შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა ბონდირევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საღამოს განყოფილება სპეციალობით გეოგრაფია 1965 წელს; 1944 წელს ქ. ლენინგრადში დაამთავრა სამხედრო თარჯიმნის სპეცკურსი (გერმანული ენის განხრით). სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო კარტოგრაფიულ ფაბრიკაში მხაზველ-კარტოგრაფად. 1947 წელს მუშობდა ქ. ბოროვიჩში (ნოვგოროდის ოლქი) სამხედრო ნაწილში. 1955-1989წწ. (პენსიაზე გასვლამდე) მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ჯერ ტექნიკოს-კარტოგრაფად და შემდეგ ინჟინერ-კარტოგრაფად. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად ასახულია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შედგენილია სათანადო შინაარსის რუკები. გეოგრაფ-კარტოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.49
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |