შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვარძელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადსგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1971 წელს. 1973 წლიდან გორის ხელსაწყოთმშენებელი ქარხნის უფროსი ინჟინერი, საიარაღო საამქროს უფროსი, ტექნიკური ბიუროს, ტექნიკური განყოფილების უფროსი, შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ტექნოლოგის მოადგილე; 1983-1986 წლებში სასწავლო-საწარმოო გაერთიანება "იორის" გორის ფილიალის მთავარი ინჟინერი, საწარმოო გაერთიანება "დილას" საიარაღო წარმოების უფროსის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი, ზნაურის N124 საარჩევნო ოლქი, მერაბ კოსტავას საზოგადოება. წყარო საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.158 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |