The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ვაშაყმაძე

გიორგი ვაშაყმაძე
Date of birth:14 January, 1956  (68 years)
Category:Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს; ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა 1982 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას: 1982-1983წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1987წწ. აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1987-1991წწ. აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1991-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1996წ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის სტრატეგიული დაგეგმვისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 1996-1999წწ. სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005 წელს დაასრულა კარიერა საჯარო სექტორში და მოღვაწეობა განაგრძო შპს – Spectrum Consulting -ში. 2006 წელს კი კორპორაციული სტრატეგიის დირექტორის რანგში შეუერთდა საერთაშორისო კონსორციუმს, რომლის მიზანია შავი ზღვის გასწვრივ საქართველოდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geმსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG): weg.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.159; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ევრაზიული დერეფნის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის

Share: