შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლიმენტი გოგიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, აბაშის რაიონი. დაამთავრა ფოთის საშუალო სასწავლებელი 1929 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა " საქკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ მხატვრულ ნაწილში, რკინიგზის "სემაფორის" რედაქტორად, მოსკოვის გაზეთ "საქკინმრეწვის" რედაქტორად, 1935-1939წწ. იყო გაზეთ "კომუნისტისა" და "ბოლშევიკის" თანამშრომელი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მხატვრულ ნარკვევებს მეთევზეთა, სამამულო ომის გმირების, მთამსვლელთა და სხვ. ცხოვრებიდან, აგრეთვე ლიტერატურის თეორიისა და კრიტიკის საკითხების შესახებ წერილებს (1934 წლიდან იბეჭდებოდა "მნათობში", "ბოლშევიკში", "კომუნისტში", "ლიტერატურა და ხელოვნებასა" და სხვ.). ავტორია პიესისა "რა აცხოვრებს ადამიანს?", რომელშიც ნაჩვენებია სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობა, ახალი ოჯახის განმტკიცებისათვის ბრძოლა, ახალგაზრდების შრომა (პიესა დაიდგა ჭიათურის თეატრში 1948 წლის დასაწყისში) და სცენარისა "ფერმა იორის ნაპირებზე" (მეცხოველეების ცხოვრებიდან). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.629; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.420-424 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |