The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პოლიკარპე გოგიაშვილი

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუფოთი, ( ყოფილი შორაპნის მაზრა), ზესტაფონის რაიონი.

1900-იანი წლებიდან, შორაპნის მაზრის სოფელ ალისუბანში მასწავლებლობის დროს, აწარმოებდა პარტიულ არალეგალურ მუშაობას და ქმნიდა რევოლუციურ, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. 1905 წელს, პარტიის დავალებით, ჩხარის რაიონის რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. 1906 წელს შეიპყრეს და გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ ქუთაისის ციხეში საიდუმლოდ გათხრილი გვირაბიდან გაქცევა მოახერხა და შვეიცარიაში გაიქცა, საიდანაც 1917 წელს დაბრუნდა. იყო ზესტაფონის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე და მაზრის ეპოს თავმჯდომარე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.629


Share: