შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგლო ყაზახაშვილი![]()
ბიოგრაფიაქართული პრესის თანამშრომელი, ლექსებს ბეჭდავდა "ივერიაში", "ცნობის ფურცელში" და სხვა. პეტერბურგში სწავლისას დაახლოებული იყო ივანე ჯავახიშვილთან, და სხვებთან; მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში; გაზეთ "ივერიის" 1893 წლის №85 დაიბეჭდა მისი "ლექსი ნ. ბარათაშვილზედ". გამოქვეყნებული აქვს ლექსები: "უდროოდ დამიქრა ვარსკვლავი", "სურათი", "სიმღერა", "ფანტურს", "ალექსამდრე ყაზ(ი)ბეგს", "მგონი აჩრდილი იყო" (ლექსი პროზად). ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.644; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |