The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თუმანოვი

მიხეილ თუმანოვი
ოფიციალური სახელი:მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1848
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1905  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი 1866  წელს; ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1868 წელს.

1868 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1978წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1889-1995წწ. იყო დაღესტნის ოლქის ყაზი-ყუმუხის მხარის უფროსი; მისი შემდგომი მოღვაწეობა დაკავშირებულია რკინიგზის ჟანდარმერიასთან; 1895-1996წწ. იყო სამარის, 1896-1902წწ. ფინეთის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი, 1902-1905წწ. პეტერბურგ-ვინ­დავის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი; დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე უცხოეთის ორდენებით მათ შორის გრიფონის II ხარისხის ორდენით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1902).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123-124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1900 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1876 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: