The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბორჩხაძე

ვიქტორ ბორჩხაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1921  (104 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაღდადი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1941 წელს; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

1948 წელს მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის კათედრაზე. 1954 წელს ა. გერცენის სახელობის ლენინგრადის პედაგოგიურ სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. საველე და კამერალური მუშაობის შედეგად შეისწავლა მზიმთასა და სოჭის მიდამოების გეოლოგიური და რელიეფური თავისებურებანი, ჰავა, ჰიდროგრაფია, ნიადაგ-მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური სარტყელურობა და ცხოველთა სამყარო. გამოყო გეომორფოლოგიური რაიონები. აღნიშნული გამოკვლევები საფუძვლად დაედო სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას ადლერის რაიონში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ჩრდილოეთ აზიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, მხარეთმცოდნეობაში და მინერალოგია-პეტროგრაფიაში. 1975-1979წწ. მუშაობდა ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად; 1979-1983წწ. ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1983-1991წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგედ. იყო ახლად დაარსებული უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის პირველი გამგე. არის 80-მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგან თითქმის ნახევარი ნაბეჭდია. შრომები ეხება აჭარის მთიანეთის ცალკეული ქედების, მდინარეთა აუზების და ხეობების ფიზიკურ-გეოგრაფიულ დახასიათებას. დაჯილდოებულია 14 საბრძოლო ორდენით და მედლით. აჭარის განათლების დამსახურებული მოღვაწე, გეოგრაფიულ მეციერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების მზიმთასა და სოჭის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიუი დახასიათება", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.50-51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: