შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელი 1915 წელს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; პორუჩიკის სამხედრო წოდებით იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ფორმირებისთანავე (1918) ჩადგა მის სამსახურში. 1921 წლის თებერვალში იბრძოდა ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ტაბახმელაში, სადაც დაიღუპა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად; დაკრძალეს თბილისში, ე. წ. "სობოროსთან", ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ; სამხედრო მოღვაწე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ეროვნული არმიის შტაბს-კაპიტანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |