The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბურჯანაძე

ვლადიმერ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1978  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეღვანი, ხარაგაულის რაიონი.

1928 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც იმავე წელს გაიგზავნა მცხეთის ობოლ ბავშვთა სახლში მასწავლებლად. 1930-1932წწ. სწავლა განაგრძო საქართველოს საფინანსო-ეკონომიურ ინსტიტუტში. 1933-1934წწ. სწავლობდა ამიერკავკასიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ, 1935 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად. გარდა ამისა, წლების მანძილზე იმყოფებოდა პარტიული სამუშაოს სხვადასხვა თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ეკონომიკის რიგი საკითხები. ნაშრომების ძირითადი ნაწილი ეძღვნება ირიგაციის საკითხებს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტირიფონის სარწყავი არხის ეკონომიური მნიშვნელობის საკითხისათვის, დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირიგაცია საქართველოში (1921-1961წწ.)".

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.52

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: