The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გაბაიძე

ჯემალ გაბაიძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1948  (76 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით.

1970 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს სოფ. ფუშრუკაულის (ხულოს რ-ნი) არასრულ საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. 1978 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდ. უნივერსიტეტში) გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად; 1980 წლიდან კათედრის მასწავლებლად; 1992-1993წწ. ასრულებდა გეოგრაფიის კათედრის გამგის მოვალეობას; 1982-1986წწ. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების მაძიებელი პროფ. რ. კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა თემაზე - "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა". გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. კითხულობს ლექციებს ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში და სხვ. უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.52


გააზიარე: