The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ გაბრიჩიძე

თინათინ გაბრიჩიძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 1998  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად; 1961-1964წწ. ამავე ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი გაიარა პროფ. ლ. ვლადიმიროვის ხელმღვანელობით; 1964-1969წწ. ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელია; 1969-1975წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1975-1979წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1981 წლიდან მუშაობდა მეცნიერების და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური თარგმნის ცენტრის მთავარ სამეცნიერო რედაქტორად, ხოლო 1985 წლიდან ამავე ცენტრის განყოფილების გამგე იყო. გამოქვეყნებული აქვს 24 სამეცნიერო ნაშრომი. შედგეილი აქვს მდინარეების მიწისქვეშა ჩამონადენის რუკა, რომელიც 1968 წელს დაიბეჭდა თანაავტორობით "სსრკ ჰიდროლოგიურ ატლასში". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამხრეთ საქართველოს მთიანეთის მდინარეების კვება და ჩამონადენი", დაიცვა 1966 წელს (ბაქო, გეოგრაფიის ინსტიტუტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.52

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: