შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი. იყო 1894 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებული მარქსისტულ-რევოლუციური წრის კრების მონაწილე ("რევოლუციური მატიანე", 1925, №2 (12), გვ62). პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1898 წელს. მუშაობდა კარაპეტოვის ქარხანაში. 1901 წლის 22 აპრილს მონაწილეობა მიიღო საპირველმაისო დემონსტრაციაში (სალდათის ბაზარი), რის გამოც დააპატიმრეს და 6 თვით სასჯელს იხდიდა. 1902-1903წწ. მუშაობდა ხარაგაულის რკინიგზის სადგურში. აქ, მის სახლში იმართებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრედის კრება. იოსებ გიორგობიანს ახლო კავშირი ჰქონდა ზესტაფონის, ჭიათურის, შორაპნის მუშებთან და რევოლუციონერებთან. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯაბადარის სტამბაში, 1904 წელს აქტიურად მონაწილეობდა გაფიცვებში, რის გამოც დააპატიმრეს და 1906, 1909-1910 წლებში ციხეში იჯდა. უკანასკნელად დააპატიმრეს 1922 წელს, ხოლო 1923 წელს გადაასახლეს პერმის გუბერნიაში, შემდეგ თურქმენეთში (ნამაგანი). გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ტრამვაის ცენტრალურ სადგურში. ზეინკალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.601
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |