The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გლურჯიძე

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1894  (132 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი.

სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელსა (იოსებ ჯუღაშვილთან ერთად) და თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1897 წლიდან მასწავლებლობდა სოფელ ბერშუეთში, ამავე დროს დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო და რევოლუციური მოღვაწეობა. პირველი რევოლუციის დროს (1905), გლეხებში ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა სოფლის სახალხო სასამართლოს, ზრუნავდა წითელი რაზმების შედგენისათვის და სხვ. 1908-1909წწ. არალეგალურად ცხოვრობდა თბილისსა და სოფელ ხიდისთავში, იყო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1910-1914წწ. ცხინვალის რაიონის სოფელ ვანათში მასწავლებლობდა, 1915-1923წწ.- ყოფილი სიღნაღის მაზრის სოფელ ჩაილურში, სადაც გახსნა წერა-კითხვის უფასო სკოლა გლეხის ბავშვებისათვის. 1924 წელს დაინიშნა ბერშუეთის ოთხწლედის გამგე-მასწავლებლად. მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც; 1939 წელს აირჩიეს გორის რაიონის საბჭოს დეპუტატად (მეორედ 1948 წელს), მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ სოფლის მასწავლებელთა თათბირში. 1940 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ დაწყებითი და საშუალო სკოლების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის წევრად, 1944 წელს- ბერშუეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის წევრად და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.604

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - ლენინის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: