The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ თურმანიძე

თეიმურაზ თურმანიძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1948
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 2008  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს.

1975 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა  და 1978 წლიდან ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1971 წლიდან; მის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები სტილისტურ მრავალფეროვნებასთან ერთად მხატვრული ამოცანების, ჩანაფიქრის თავისებურებებისა და შესაბამისი სახვითი ხერხების მრავალწახნაგოვნებით გამოირჩევა: "შავი პირამიდა" (1973, კერძო კუთვნილება, შვეიცარია), "თეთრი ბორბალი" (1981, კერძო კუთვნილება, ნიუ-იორკი), "ბრმები" (1983, კერძო კუთვნილება, თბილისი), მონუმენტური პანოები "დედა ენა" (1985) და "სულხანსაბა ორბელიანი" (1997) (ორივე ყოფილი ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტი, თბილისი), სივრცობრივი კომპოზიცია მეტალში "თავისუფლება" (1991-1993, გერმანია, ფრანკფურტი), სივრცობრივი, რელიეფური კომპოზიცია და კედლის მხატვრობა "ივერია – კერპთა მხარე" (1986, კერძო კუთვნილება, ბელგია, ლიეჟი); მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვ. ქვეყნებში მოწყობილ გამოფენებზე; პროფესორი – 1989 წლიდან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.128

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1995 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: