შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს. 1952-1979წწ. მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის ახალი კინდღის საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, სკოლის დირექტორად; 1962-1980წწ. ქ. სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნატის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1975 წლიდან მიწვეული იყო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად; 1979 წლიდან მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კეთედრის დოცენტად; 1992 წლიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ცხოვრობს თბილისში და მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში გეოგრაფიის კათედრის გამგედ, ხოლო შეთავსებით ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომად. მის საკანდიდატო დისერტაციაში მოცემულია დარგის განვითარების ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული და ეკონომიკური წანამძღვრები. გაშუქებულია საკურორტო-ტურისტული საქმიანობის ისტორია. გარკვეული ადგილი ეთმობა აფხაზეთის რეკრეაციულ დარაიონებას, საკურორტო-ტურისტული მეურნეობის ეფექტიანობისა და რენტაბელობის საკითხებს. განხილულია საკურორტო-ტურისტული მეურნეობის განვითარების პერსპექტივები. ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1985). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ასსრ საკურორტო-ტურისტული მეურნეობა", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.54-55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |