The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გოგებაშვილი

შალვა გოგებაშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:1956  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, (სახელმწიფო ხარჯით), თბილისის სასულიერო სემინარია (4 კლასი) და კიევის უმაღლესი კომერციული ინსტიტუტი 1913 წელს. შეისწავლა საბანკო და პედაგოგიური საკითხები.

პროფესორ ვობლის და კოსინსკის ხელმძღვანელობით მეცადინეობდა კოოპერაციის შემსწავლელ სპეციალურ სემინარებში. იგი დარწმუნებული იყო, რომ ხალხის კოოპერაციაში ჩაბმა ხელს შეუწყობდა კაპიტალის ექსპლოატაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, შალვა გოგებაშივილი მიიწვიეს სიღნაღის საურთიერთო ნდობის ბანკში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ. მონაწილეობდა სიღნაღის მომხმარებელთა კოოპერატივის დაარსებაში. 1915 წელს, გორის საურთიერთო ნდობის ბანკში სამსახურის დროს, დააარსა სამომხმარებლო კოოპერატივი (დაახლოებით 1500 წევრი). 1916 წელს, თბილისში კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში კოოპერაციის ინსტრუქტორად მიიწვიეს. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა კოოპერატივთა კავშირი (ცეკავშირი) 1916 წლის 14 მაისს, რომლის საბჭოს წევრადაც იქნა არჩეული. 1917-1922წწ. იყო გამგეობის წევრი, შემდეგ საფინანსო, საბანკო და სხვა განყოფილებების გამგე. 1919 წელს მონაწილეობდა საქართველოს კოოპერაციული ბანკის დაარსებაში, რომლის წესდება შეიმუშავა, ყველა წინასწარი მუშაობა ჩაატარა და ბანკის დაარსებისთანავე მისი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ჟურნალ-გაზეთებში აშუქებდა კოოპერაციის სხვადასხვა საკითხს. სტუდენტობის დროს საკრედიტო კოოპერაციაზე წერილებს ათავსებდა გაზეთებში ("კოოპერაციის მნიშვნელობა სასოფლო მეურნეობაში"; "სახალხო გაზეთი", 1912, №514, 515; "კრედიტი და ბანკი"-"სახალხო გაზეთი", 1912, № 605, 606, 608, 611-613), შემდეგ წერდა "ხმა კახეთისა" (სიღნაღი), 1917 წლიდან - ცეკავშირის საგანგებო გამოცემებში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის დოცენტი, ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი. კოოპერატორი. (ზოგიერთი ცნობით შალვა გოგებაშვილი დაბადებულია 1887 წელს). იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.624

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: