The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინა გაგუა

ვალენტინა გაგუა
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 2002  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1962 წელს.

1963-1967წწ. იყო ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი. 1967 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო 1972-1987წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1987 წლიდან საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის ენერგეტიკული რესურსების გამოყენების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენდა რადიაციული ბალანსის და მისი მდგენელების ცვალებადობა სხვადასხვა კლიმატურ ზონაში როგორც სეზონურ, ისე ყოველთვიურ და ყოველდღიურ ინტერვალში; ატმოსფეროს სპექტრალური გამჭვირვალობა, რადიაციული ბალანსის ენერგეტიკული სპექტრი, ამიერკავკასიის ჰელიოენერგეტიკული რესურსები და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში რადიაციული ბალანსის დღეღამური სვლის თავისებურება", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.57


გააზიარე: