The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გოგოლაშვილი

დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1951  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

1905 წლიდან მუშაობდა სტამბაში ასოთამწყობად, ჯერ ზეტაფონში, შემდეგ თბილისში "ზარია ვოსტოკასა" და "ტბილისკი ლისტოკის" რედაქციებში. 1906-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაზე. მისი ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო ქართული ნაწერების ლინოტოპი, აღზარდა პირველი ლინოტოპისტები. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" კომბინატში სალინოტოპო საამქროს ინსტრუქტორად. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი. სასტამბო საქმის მუშაკი, პოლიგრაფისტი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.647

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: