| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუშმალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1933 წელს. 1943-1945წწ. იყო ყულარის (მარნეული) ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინე; 1945-1951წწ. მასანდრის ღვინის ქარხანა (ყირიმი), მთავარი სპეციალისტი; 1951-1961წწ. სამტრესტის საწარმოო განყოფილების მეღვინე, უფროსი მეღვინე, განყოფილების უფროსი; 1961-1965წწ. თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი; 1965-1974წწ. სამტრესტის მთავარი მეღვინე, მმართველი; 1975-1980წწ. მებაღეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების უფროსი; 1980-1982წწ. საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; წლების განმავლობაში იყო სამტრესტის მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი. მრავალჯერ იყო მიწვეული საერთაშორისო დეგუსტაციებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში ახალი ღვინის ქარხნების მშენებლობას. მონაწილეობდა ახალი სამარკო ღვინოებისა და კონიაკების ნაირსახეობების შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეღვინე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.141; გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.41-42 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

