შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია თუხარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1981 წელს. 1981 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე; 1998-2006წწ. პარალელურად იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; იკვლევს თ. დოსტოევსკის, ა. ჩეხოვის, ვ. ბრიუსოვის, მ. ლერმონტოვის და სხვა რუს მწერალთა შემოქმედებას, ქართული რუსისტიკის საკითხებს. აქვეყნებს ნაშრომებს სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.143
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |