The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ გოგოლაძე

ვასილ გოგოლაძე
სხვა სახელი:ვ. მიხეილიძე
ვ. მაშოშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1907  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუაამაღლება (შუაგანახლება), ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი.

1938-1939წწ. რედაქტორობდა გაზეთ "საბჭოთა მასწავლებელს". 1940 წლიდან დაინიშნა წიგნის პალატის დირექტორად, სადაც თავი მოუყარა, აღწერა და აღნუსხა ქართულ ენაზე უძველესი დროიდან გამოცემული ნაწარმოებები-წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და სხვ. 1940 წლიდან რედაქტორობდა საქართველოს წიგნის პალატის გამოცემებს: "წიგნის მატიანეს", "გაზეთის სტატიების მატიანეს", "ჟურნალის სტატიების მატიანეს" და "ბიბლიოგრაფიის მოამბეს". მისი თაოსნობითა და მონაწილეობით გამოიცა მონუმენტური ნაშრომი "ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია, ტ. I: 1629-1920" (თბ., 1941). მისი რედაქტორობით გამოიცა ბიბლიოგრაფიული საძიებელი "ქართველი მეომრები საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში" (1945, 1946წწ.). ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს და ფელეტონებს. აგრონომი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.647

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: