შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მავრა გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია 1920 წელს. მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ქალთა პროფესიონალურ სკოლაში. 1921 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო განათლების კომისარიატში სკოლის ასაკამდე აღზრდის განყოფილების მდივნად. 1921-1934წწ. მუშაობდა თბილისის მერვე შრომის სკოლაში არითმეტიკის მასწავლებლად. 1930-1934წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1934-1936წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის და პედოლოგიის სამეცნიერიო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომალად. 1935-1960წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საშუალო სკოლაში (ახლა 23-ე) ასწავლიდა გეოგრაფიას. სკოლაში მუშაობასთან ერთად (1942-1959) იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გეოგრაფიის კაბინეტის გამგე. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, თბილისის განათლების პედ. კაბინეტის მიერ ჩატარებულ კონფერენციებზე კითხულობდა ლექციებს და მოხსენებებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. წერდა და აქვეყნებდა პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებში მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებს. იყო საქართველო გეოგრაფიული საზოგადოების აქტიური წევრი. 1951-1960წწ. ხელმძღვანელობდა კლასგარეშე გეოგრაფიული განათლების სექციას, კითხულობდა მოხსენებებს საზოგადოების წევრთა საჯარო სხდომებზე. აწყობდა ნორჩ გეოგრაფთა დილებს, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიის მასწავლებელი. მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკის" ნიშანი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |