შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოზარ იაკობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1956 წელს. 1958-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეფოლადედ; 1965-1969წწ. უკრაინის ე. პატონის სახელობის ელექტროშედუღების ინსტიტუტში იყო შედუღების ლაბორატორიის გამგე; 1969-1973წწ. საქართველოს მეტალურგიის ინსტიტუტტში ხელმძღვანელობდა ამავე დასახელების ლაბორატორიას; იყო საერთაშორისო ასოციაცია "შედუღების" ერთ-ერთი დამაარსებელი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ჩამოაყალიბა შედუღების მეტალურგიის კათედრა და მასთან სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; 1989-1993წწ. შედუღების მეტალურგიისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგე; დააარსა საქართველო-უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექიკის ცენტრი შედუღებასა და მონათესავე ტექნოლოგიებში გადამზადებისათვის; მისი შრომები ეძღვნება საშემდუღებლო ტექნოლოგიების ყველა მიმართულებას. მისმა გამოგონებამ (ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია) ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე (1975) დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თაობის "ცს" სერიის ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყაროები; კვების წყაროს ცს–200-ის დამუშავებისა და დანერგვისათვის (ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში), იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკის ჟურნალ "მეტალურგიის, შედუღებისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების" მთავარი რედაქტორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეტალურგი, ტექიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), გამომგონებელი (1983). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.159; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |