The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოზარ იაკობაშვილი

სოზარ იაკობაშვილი
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1933
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 2008  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1956 წელს.

1958-1965წწ. მუ­შა­ობ­და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეფოლადედ; 1965-1969წწ. უკრაინის ე. პატონის სახელობის ელექტროშედუღების ინსტიტუტში იყო შედუღების ლაბორატორიის გამგე; 1969-1973წწ. სა­ქართველოს მეტალურგიის ინსტიტუტტში ხელმძღვანელობდა ამავე დასახელების ლაბორატორიას; იყო საერთაშორისო ასოციაცია "შედუღების" ერთ-ერთი დამაარსებელი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ჩამოაყალიბა შედუღების მეტალურ­გიის კათედრა და მასთან სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; 1989-1993წწ. შედუღების მეტალურგიისა და ტექნოლოგიის კა­თედ­რის გამგე; დააარსა სა­ქარ­თვე­ლო-უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექიკის ცენტრი შედუღებასა და მონათესავე ტექნოლოგიებში გადამზადებისათვის; მისი შრომები ეძღვნება საშემდუღებლო ტექნოლოგიების ყვე­ლა მიმართულებას. მისმა გამოგონებამ (ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია) ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე (1975) დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თაობის "ცს" სერიის ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყარო­ე­ბი; კვების წყა­როს ცს–200-ის დამუშავებისა და დანერგვისათვის (ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში), იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკის ჟურნალ "მეტალურგიის, შედუღებისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების" მთავარი რედაქტო­რი; გამოქვეყნებული აქვს მრავა­ლი სამეცნიერო შრომა, ­მონოგრაფია, სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები; მეტალურგი, ტექიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), გამომგონებელი (1983).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.159; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქართველოს საინჟინრო აკადემიის და ეკოლოგიის, ადამიანისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1975 - სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: