The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ იაკუშინი

მიხეილ იაკუშინი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1997  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

 სსრკ ჩემპიონი ჰოკეიში შაიბით (1947); სსრკ ჩემპიონი (1936) და მეორე პრიზიორი (1950) ბურთით ჰოკეიში; სსრკ თასის ცხრაგზის მფლობელი (1937–1941, 1947–1950); სსრკ ჩემპიონი ჰოკეიში შაიბით (1947); ფეხბურთში - სსრკ ჩემპიონი (1935, 1936 გაზაფხული, 1937, 1940); სსრკ თასის მფლობელი (1937); 1944-1950წწ. დაიწყო სამწვრთნელო კარიერა მოსკოვის "დინამოში", რომელმაც მისი ხელმძღვანელობით 1945 წლის ნოემბერში წარმატებული ტურნე მოაწყო ინგლისში; რეკორდსმენი მწვრთნელის რანგში სსრკ ჩემპიონი (1945, 1949, 1954, 1955, 1957, 1959); სსრკ თასის მფლობელი (1953); 1967-1968წწ. სსრკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი; თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი (1950-1953, 1962–1964 წლის აპრილამდე, 1974-1975). მის მიერ ჩამოყალიბებული ქართული გუნდი პირველად გახდა სსრკ ჩემპიონი (1964, აპრილიდან მწვრთნელი გ. კაჩალინი); მისივე ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა წარმატებით გაიარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტური (1959), ასევე ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა მეოთხე ადგილი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფეხბურთელი, ჰოკეისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.162

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1940 - სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: