The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი იანქოშვილი

მერი იანქოშვილი
Date of birth:27 October, 1918
Date of death:24 July, 1983  (at 64 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის განყოფილება 1940 წელს.

1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1968 წელს უცხო ენების ინსტიტუტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა რომანულ-გერმანულ ფილოლოგიის კათედრას; 1974 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლ.ოგიის კათედრის გამგე; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას; მისი ნაშრომები ეხება ლინგვისტიკის და თეორიული ენათმეცნიერების აქტუალურ პრობლემებს, უცხო ენების სწავლების მეთოდიკას, ლექსიკოგრაფიის საკითხებს; ნაშრომთაგან აღსანიშნავია: "გრამატიკული კატეგორიების არსი თანამედროვე ინგლისურ ენაში", "გრამატიკული მოვლენების ბლუმფილდისეული მეთოდი", "ენის მექანიზმი და პროგრამისეული სწავლება", "სიტყვის მნიშვნელობის ბირთვული სტრუქტურა" და სხვა; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; თარგმნილი აქვს რ. კიპლინგის მოთხრობები (1947), ჩ. დიკენსის "პიკვიკის კლუბის ჩანაწერები" (1959); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.165

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს მეცნეცნიერებათა დამსა­ხურებული მოღვაწე

Bibliography


Share: