The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური იარვეტი

იური იარვეტი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1995  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტალინი.

 დაამთავრა ტალინის თეატრალური ინსტიტუტი 1949 წელს

თეატრში სპორტიდან მივიდა, ფლობდა ტალინის ჩემპიონის წოდებას ტანვარჯიშში; 1940 წელს მიიღეს ტალინის მუშათა თეატრის მოცეკვავეთა ანსამბლში; 1949 წლდან მუშაობდა სამხრეთ ესტონეთის თეატრის მთავარ რეჟისორად; 1952 წლიდან იყო ტალინის კინგისეპის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1965-1967წწ. მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში მოღვაწეობდა. სასცენო მოღვაწეობა კომიკური როლების შესრულებით დაიწყო, შემდეგ კი შექმნა ტრაგიკომიკური და რთული დრამატული სახეები; მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: კრეონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), მასხარა (ტამსაარეს "მეფეს სცივა", "ადამიანი და ღმერთი"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), პოპრიშჩინი (ნ. გოგოლის "შეშლილის წერილები") და კრეპი (ს. ბეკეტის "კრეპის უკანასკნელი ფირი"); მის მიერ განხორციელებული სცენური სახეები აჩვენებს ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმა წვდომის უნარს, მის შემოქმედებით ევოლუციას პლასტ. მონახაზის არტისტიდან შინაგანი ფსიქოლოგიზმის ოსტატამდე; გადაღებულია ფილმებში: "მკვდარი სეზონი" (1968), "მეფე ლირი" (1971) "სოლარისი" (1972) და სხვ.; ქართულ სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში "დათა თუთაშხია" (1979) შეასრულა გრაფი სეგედის როლი (გაახმოვანა რ. თავართქილაძემ, ხმის ტემბრი, თხრობის მანერა ორგანულად შეერწყა გმირის მხატვრულ სახეს); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ესტონეთის დამსახურებული არტისტი (1964).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.170-171

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1975 - სსრკ სახალხო არტისტი

გააზიარე: